მარდიელი დინამიურად განვითარებადი სამშენებლო კომპანიაა, რომელსაც ყველა ენდობა. კომპანია დაარსდა სამშენებლო საქმიანობაში მიღებული მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდის მიერ და რომელმაც წარმატებულად დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი სამშენებლო სფეროში.
კომპანია „მარდიელი“ მრავალფუნქციური სამშენებლო ორგანიზაციაა, მკვეთრად განსაზღვრული სტრუქტურული დანაყოფებით, რომელიც პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე იყენებს მართვისა და წარმოების უახლეს ფორმებსა და მეთოდებს.
„მარდიელი“ წარმოადგენს დინამიურად განვითარებად კომპანიას, რომელიც აერთიანებს სრულ საწარმოო ციკლში მოცულ ყველა სახის საქმიანობას - არქიტექტურულ-საინჟინრო პროექტირებიდან მშენებლობამდე და საბოლოო კეთლილმოწყობამდე
ჩვენ ვართ თანამოაზრე ადამიანების ერთ მუშტად შეკრული გუნდი, რომლებსაც გვაერთიანებს საერთო ღირებულებები:
მყიდველის სიყვარული და პატივისცემა,
გუნდური მუშაობა,
პასუხისმგებლობა შედეგზე,
მაღალი ხარისხი და საიმედოობა,
მუდმივი განვითარება
მსოფლიო ლიდერების საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ჩვენ წარმატებით ვიყენებთ თანამედროვე ტენდენციებს სამშენებლო
ინდუსტრიაში და ვქმნით გამორჩეულ პროდუქტს.
საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლური დამოკიდებულების, ხარისხიანი მუშაობისა და დეტალებისადმი გაზრდილი ყურადღების წყალობით, ვიმსახურებთ ჩვენი მომხმარებლების ნდობას
გარდა დეველოპერული საქმიანობისა, მარდიელი აშენებს და მართავს მაღალი დონის სასტუმროებს. კომპანიის საკუთრებაშია სასტუმრო “Tbili See”, რომელიც ძველი თბილისის ულამაზეს უბანში მდებარეობს. ასევე,
საოჯახო სასტუმრო “Hotel West” აღმაშენებლის ხეივანზე. უახლოეს მომავალში, მარდიელი კიდევ გეგმავს მაღალი კლასის სასტუმროების
აშენებას