მარდიელი რუსთავში კომფორტ კლასის საცხოვრებელი კორპუსია, სადაც ყველაფერია მობინათრეთა კომფორტული და ხარისხიანი ცხოვრებისთვის. პროექტში გათვალისწინებულია ერთი 13 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი,კეთილმოწყობილი და გამწვანებული გარე ტერიტორია, მოსასვენებელი და საბავშვო-გასართობი სივრცეები და მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები. პროექტის მიზანია ისეთი საცხოვრებელი სივრცის შექმნა, რომელიც მობინადრეებს ჯანსაღ და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს შესთავაზებს.
მარდიელი რუსთავში გამოირჩევა ხელსაყრელი ადგილმდებარეობით. რამდენიმე წუთის სავალზეა ყველაზე მოთხოვნადი და საჭირო ობიექტები: რუსთავის ცენტრალური პარკი, სუპერმარკეტები, სავაჭრო ცენტრი „რუსთავი მოლი“ და ა.შ.
პროექტის მოსახერხებელი ადგილდებარეობის საშუალებით მარტივია გადაადგილება როგორც ქალაქში, ისე თბილისის მიმართულებით.