fbpx
მარდიელი – Mardielli
ზარის მოთხოვნა
0

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

Sairme Hills Botanic

მარდიელი

სახლი, რომელსაც ეძებ საბურთალოზე

იპოვე შენი ბინა ჩვენს საიტზე

იცხოვრე იპოდრომთან!

100 ნაბიჯი ცენტრალური პარკიდან

ლობი

დახვეწილი ლობი, რომელიც შეგიქმნით იდეალურ გარემოს დროის ნებისმიერ მონაკვეთში სტუმრების მისაღებად და დასასვენებლად

ღია საცურაო აუზი

“საირმე ჰილსელი” ოჯახებისთვის კომპლექსში განთავსებულია ღია საცურაო აუზი, რომელიც იდეალური საშუალებაა თქვენი განტვირთვისთვის

სავარჯიშო სივრცე

საცხოვრებელ კომპლექსში Sairme Hills Botanic ასევე დაგხვდებათ სავარჯიშო სივრცე ექსკლუზიურად “საირმე ჰილსელი” ოჯახებისთვის

Sairme Hills Botanic – პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი სახლი დედაქალაქის გამორჩეულ უბანში, საირმის გორაზე.

ჩვენი მისამართია: ქ. თბილისი, საირმის ქუჩა # 110ა.

პროექტი შედგება ორი საცხოვრებელი სახლისაგან („ა“ და „ბ“ ბლოკი), რომელთაგან „ა“ ბლოკი წარმოადგენს ერთ-სადარბაზოიან 6-სართულიან კორპუსს, ხოლო „ბ“ ბლოკი – სამი სადარბაზოსაგან შემდგარ 8-სართულიან კორპუსს.

თავის მხრივ, პროექტი მოიცავს როგორც საცხოვრებელ ბინებს 55 კვ.მ.-დან, ასევე პენთჰაუზებს 280 კვ.მ.-მდე.

Sairme Hills Botanic გამოირჩევა იდეალური მდებარეობით, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები დედაქალაქზე. მათ შორის: ფუნიკულიორზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმზე, ცენტრალურ პარკზე (ძველი იპოდრომი) და გოძიაშვილის პარკზე (წითელი ბაღი ყაზბეგის გამზირზე).

ეს არის უნიკალური ადგილი დედაქალაქის ცენტრში, სადაც თავიდან აიცილებთ დიდი ქალაქისათვის დამახასიათებელ ხმაურს და შეიქმნით მშვიდ და მყუდრო გარემოს.

პროექტს Sairme Hills Botanic აქვს უცხო პირთაგან იზოლირებული და დაცული ეზო, ულამაზესი ნარგავებით და ღია აუზით.

თავის მხრივ, პროექტი მოიცავს საერთო სარგებლობის სივრცეებს, როგორიცაა ლაუნჯის ტიპის ლობი, სატრენაჟორო დარბაზით. სამ-დონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელშიც მოხვედრა შესაძლებელია როგორც საირმის ქუჩიდან, ასევე, ყაზბეგის და ცინცაძის გამზირებიდან (შევარდენიძის ქუჩის გავლით), ამავე მიმართულებით მოეწყობა საფეხმავლო გასასვლელები.

ნაბიჯით მისაწვდომობის მანძილზე განვითარებულია კომფორტული ცხოვრებისთვის აუცილებელი საჭირო ინფრასტრუქტურა, მათ შორის:
• საქალაქო ტრანსპორტის განვითარებული ქსელი ყველა მიმართულებით,
• სასწავლო და სპორტული დაწესებულებები,
• სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურების ცენტრები (ქსელური მარკეტები, აფთიაქები, ბანკები) გართობისა და დასვენების ზონები.

პროექტი მიღებულია ექსპლუატაციაში და ელის ახალ მაცხოვრებლებს.

კომპანია მარდიელი სიამაყით წარმოგიდგენთ აღნიშნულ პროექტს.

მარდიელი წარმოადგენს დინამიურად განვითარებად კომპანიას, რომელიც აერთიანებს სრულ საწარმოო ციკლში მოცულ ყველა სახის საქმიანობას. მარდიელი საქმიანობას წარმატებულად ახორციელებს თბილისის მაშტაბით და მან სრულიად დამსახურებულად მოიპოვა უდიდესი ნდობა მომხმარებელში.

მარდიელი მუდმივად განახლებადი  სამშენებლო კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალური დაცვით. ის ზრუნავს მშენებლობის მაღალ ხარისხზე და  სამშენებლო ვადების სრულ დაცვაზე.